04 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Paris, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა

პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Paris, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი დაესწრო.

VinExpo Paris-ზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მწარმოებელმა საკუთარი პროდუქცია გამოფენის ათასობით ვიზიტორს გააცნო.

გამოფენის პარალელურად, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები, რაც ხელს უწყოდა უფრო მეტი პროფესიონალი ვიზიტორის დაინტერესებას ქართული ღვინით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სადეგუსტაციო სივრცეში, 2022 წლის აშშ-ის საუკეთესო სომელიეს, ვალერია გამპერის მიერ წარმოდგენილი იყო "მეღვინეობა იყალთოს" ღვინო "ქვევრის ქისი".

დღის ამბები