03 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
რამდენიმე დღეა, საქართველოში დიდთოვლობაა - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

გაწმენდით სამუშაოებზე 500 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ260 (მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი- ზესტაფონი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე.

დღის ამბები