03 მაისი 2024,   22:28
ვრცლად
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა - განცხადებები რუსთავის ციხესთან გაკეთდა. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით გეგმავენ.

ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი დამძიმდა და 50-ათას ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით.

დღის ამბები