04 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
Ipsos-ის კვლევით, მსოფლიო მოსახლეობის 18%-ს სჯერა, რომ 2023 წელს დედამიწას უცხოპლანეტელები ეწვევიან

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აშშ-ის არმიის მიერ სამი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია უცხოპლანეტელების შესახებ ვირუსულად გავრცელდა. სოციალური მედიაში გამოითქვა არაერთი სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა, სინამდვილეში, შეერთებულ შტატებში.

ისტერიის ჩაცხრობა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა სცადა, რომელმაც განაცხადა:

„არ არსებობს - კიდევ ერთხელ ვამბობ - არ არსებობს არანაირი მინიშნება უცხოპლანეტელების, ან არამიწიერი აქტივობების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამის თქმა, რადგან ბევრი გვსმენია ამ თეორიების შესახებ”.

კონსპირაციული თეორიები გასაკვირია არ არის, თუ გადავხედავთ Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ჩატარდა 36 ქვეყანაში 2022 წლის ბოლოს.

კითხვაზე - ფიქრობენ თუ არა, რომ უცხოპლანეტელები ეწვევიან დედამიწას 2023 წელს, გამოკითხულთა, საშუალოდ, 18 პროცენტმა დადებითად უპასუხა.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები ინდოეთიდან და ჩინეთიდან განსაკუთრებით იზიარებენ აზრს, რომ 2023 წელს დედამიწას უცხოპლანეტელები ეწვევიან. ამ საკითხში ყველაზე სკეპტიკოსები დიდ ბრიტანეთში და იაპონიაში აღმოჩნდნენ.

დღის ამბები