03 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
ერდოღანის ბრძანებით სამხედრო გემები დროებით კლინიკებად გადაკეთდა - მიწისძვრის შემდეგ 10 პროვინციაში დაშავებულებისთვის სამედიცინო უზრუნველყოფა გართულებულია

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქული სამხედრო გემები საავადმყოფოებად გადაკეთდა. სტიქიის გამო ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურა კრიზისს განიცდის. 100 000-მდე დაშვებულიდან დიდ ნაწილს ამ დრომდე ექიმების დახმარება ესაჭიროება.

თურქეთის მსგავსად კრიზისია სირიაშიც, სადაც მიწისძვრის შედეგებთან ერთად წყალდიდობასაც ებრძვიან. შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო სირიას გაერო 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ჰპირდება. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი აცხადებს, რომ ქვეყანას არსებული რესურსებით სტიქიის შედეგებთან გამკლავება არ შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 44 000 გადააჭარბა. დაკარგული ადამიანების რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია. სირიისა და თურქეთის მხარდასაჭერად ბრაზილიის მთავარი ღირსშესანიშნაობა ქრისტეს ქანდაკება მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნების ეროვნული დროშების ფერებში განათდა.

დღის ამბები