04 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 46 ათასს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 46 ათასს გადააჭარბა. თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 40 600 აჭარბებს, სირიაში კი სტიქიას 5 800 ადამიანი ემსხვერპლა.

იმის მიუხედავად, რომ ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი ყოველდღიურად მცირდება, მაშველები სამძებრო სამაშველო სამუშაოებს მიწისძვრიდან მე-14 დღეს, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად განაგრძობენ.

296 საათის შემდეგ, თურქეთის ჰათაის პროვინციაში ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს. მათ შორის 1 ბავშვია.

დღის ამბები