04 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
თურქეთში, 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციასთან ახლოს მდებარეობდა, სადაც დაახლოებით 376 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის, ბიძგები ქალაქ კახრამანმარაშშიც იყო. აღნიშნული მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიწისძვრიდან მე-14 დღეს, 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად გრძელდება.

დღის ამბები