02 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს ჩემპიონები 2 დისციპლინაში გამოვლინდებიან

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს ჩემპიონები 2 დისციპლინაში გამოვლინდებიან. კოხტას ფერდობზე გადამწყვეტი ეტაპი მიმდინარეობს. დიდველზე კი, საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად, პარალელურ გიგანტურ სლალომში ეჯიბრებიან სპორტსმენები ერთმანეთს.

20 ქვეყნის 94 სპორტსმენი იბრძოდა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, მათ შორის იყო რევაზ ნაზღაიძე, თუმცა ქართველმა მოთხილამურემ სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტები სკანდინავიელი და ავსტრიელი მოთხილამურეები არიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. 7 სახეობაში 30 შეჯიბრი გაიმართება.

დღის ამბები