27 აგვისტო 2026,   21:34
ვრცლად
ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა ჩატარდება. პროცედურულად გათვალისწინებულია ადვოკატების მიერ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა, იქნება რამდენიმე შუამდგომლობაც.

დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აპირებს ყურადღება გაამახვილოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების უსაფუძვლობაზე და მისი გირაოთი ჩანაცვლებას მოითხოვს.

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტთან ერთად ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უკვე უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: მაიკო გრიგოლია

დღის ამბები