03 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
"გზავნილი უკრაინიდან" - ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნი ქართულად ითარგმნა

"გზავნილი უკრაინიდან" - ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნი ქართულად ითარგმნა. ინგლისურიდან თარგმანის ავტორი გვანცა ჯობავაა და წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნში თავმოყრილია უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლები და ის ასახავს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოყოლილ უკრაინის უახლეს ისტორიას.

"გზავნილი უკრაინიდან" გამომცემლობა ინტელექტმა "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით დაბეჭდა.

 

დღის ამბები