27 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
ინტენსიური თოვის გამო აშშ-ში ასობით სკოლა დაიხურა

უამინდობაა შეერთებულ შტატებში - ინტენსიური თოვის გამო დაკოტას, მინესოტასა და უისკონსინის შტატებში ასობით სკოლა დაიხურა.

გადადებულია 2 000-ათასზე მეტი ავიარეისი. ზოგიერთ შტატში დიდთოვლობის გამო სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ძლიერ ქარსა და თოვას სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები