09 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და კლინიკის საჭიროებები სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა.

იმსჯელეს სერვისების მეტად გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზე.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება.

დღის ამბები