16 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა" - სალომე სამადაშვილი სენატორების წერილზე

"ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი, "განგაშის ზარი" უწოდა. მისივე თქმით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეინარჩუნა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა.

"ბიძინა ივანიშვილმა "რუსული კანონის" ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაგრძელდება თუ არა აშშ-ის დახმარება. ეს წერილი არის განგაშის ზარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. აშშ-ის დახმარება გასული 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები