03 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად უწყების ხელმძღვანელი რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის გამოწვევა, რაც ბიზნესს დღესდღეობით აქვს. შეხვედრის მთავარი თემა კი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხაში შეტანილი ცვლილებები იყო, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. სამუშაო დროის შემცირებას კი დასაქმებული პირის ხელფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები