04 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
საჰაერო განგაშის ხმა მთელს უკრაინაში - ოკუპანტები ქვეყანას დრონებით უტევენ

დრონებით შეტევის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ცოტა ხნის წინ თითქმის მთელს უკრაინაში. სირენების ხმა, რომელიც მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ჯერ კიდევ ისმის კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

დონეცკის, სუმისა და ხერსონის ოლქებში იერიშის შედეგად დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ახალ სანქციებს მოაწერა ხელი - ის ეხება 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში
რუსეთს ემხრობიან. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გაერთიანებული ძალების მეთაური. ედუარდ მოსკალევი ამ პოსტზე ომის დაწყებიდან მალევე დაინიშნა. გათავისუფლების მიზეზზე მედიაში არ საუბრობენ.

კიევში იმყოფებოდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაფორმდა 400-მილიონიანი დოლარის დახმარების ხელშეკრულება. ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გაფორმდა უკრაინის დედაქალაქში ესტონეთთანაც, რომელიც სპეციალური ოპერაციების იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს.

დღის ამბები