04 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
"როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები" - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი ჩატარდა

"როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები" - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში მოქმედი ჟურნალისტებისთვის თეატრმცოდნე და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებსა და იმ უნარებზე, რომელიც ამ დარგში მომუშავე ჟურნალისტებს მაღალი კონკურენციის პირობებში სჭირდებათ.

ორდღიანი შეხვედრის მანძილზე, ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს 15 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა.

 

ავტორი: ლიზა კოვზირიძე

დღის ამბები