04 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ორი მოქალაქე მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ორი მოქალაქე მოკლეს. ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპულები 21 და 19 წლის ძმები არიან, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებაში ცხოვრობდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები ეჭვმიტანილის დასაკავებლად დასავლეთ ნაპირზე ოპერაციას ატარებენ.

მომხდარიდან მალევე, დაპირისპირება წარმოიშვა ადგილობრივ ისრაელელ და პალესტინელებს შორის, რასაც ერთი პალესტინელი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები