04 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
"სავარაუდოდ, არის ძიძა, უყვიროდა და ურტყამდა ბავშვს!" - გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

ფეისბუქმომხმარებელმა ნიაკო ნოზაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელდა ვიდეო, სადაც ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ჩანს - ისმის ბავშვის ხმამაღალი ტირილიც. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, ქალი ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა. 

"მაპოვნინეთ ამ ბავშვის მშიბლებისასწრაფოდ გაავრცელეთ ეს მოძალადე!

სავარაუდოდ არის ძიძა, უყვიროდა და ურტყავდა ბავშვს! 

(შანხაიზე, კალისტრატე ქუთათელაძის 17ა ნომერთან.)

რომ მივედი და ვკითხე რატომ ძალადობდა ბავშვზე - მიპასუხა, რომ უზრდელია (1 წლის ბავშვზე მეუბნება ამას) ჯღავის და ვერ ვაჩერებო!

ჯერ შვილიაო, მერე შვილიშვილიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესე არ მოექცევა არც დედა და არც ბებო!

ისე ავნერვიულდი, რომ რაც მოვასწარი ამ ვიდეოს გადაღება იყო.

ყველაფერი მიკანკალებს ისე ვდებ ამ ვიდეოს!

ისეთი განწირული ტიროდა ბავშვი, რომ არ უნდა გამეტანებინა ამ მოძალადესთვის! უბრალოდ ისე ამაკანკალა მეგონა გონებას დავკარგავდი!

ეხლა ვიაზრებ და ვერ ვპატიობ ჩემს თავს რომ ვერ დავიცავი ამ მონსტრისგან! ისეთი შოკი მქონდა, რომ ვერაფერი ვერ ვქენი, მაგრამ ამ ვიდეოს დახმარებით მაინც ვიცოდი რომ ვიპოვი, ისე არ გავუშვებდი!,
 - წერს ნიაკო ნოზაძე. 

მცირეწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები