04 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში მდებარეობდა. მიწისძვრა ახლო მდებარე ქალაქებში - გაზიანთეფსა და ადიამანშიც იგრძნობოდა. 

თურქული გამოცემების ინფორმაციით, არიან დაშავებულები და სულ მცირე 1 დაღუპული, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები. 

დაშავდა 69 ადამიანი.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. 

დღის ამბები