17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
"ჩატარდა ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები" - როგორია გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა

გორში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ექიმების შეფასებით,  დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას და ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია.

"შემოვიდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით. ჩატარდა ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები. მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს რეანიმაციაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია," - განაცხადა ექიმმა. 

პარალელურად, ბრალის წარდგენას ელოდება დაკავებული ხელოსანი.

თვითმხილველები დეტალებსა და მოტივებზე არ საუბრობენ, ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდებს შორის კამათი გაიგეს, შემდეგ კი რამდენიმე გასროლის ხმა. 

"მანქანა ჰყავდათ შესაღები და ვითომ მაგის გამო მოხდა ყველაფერი... დანარჩენს ვერაფერ გეტყვით. კარგი ხელოსნები იყვნენ და ეტყობა, ამოუყვანა ყელში," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია 33 წლის ირაკლი კობერიძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კობერიძე და ღვინიაშვილი ავტოხელოსნისგან უფასო მომსახურების მიღებას, კერძოდ, მანქანის შეღებვას ითხოვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხელოსანმა კი პასუხად ამჯერად მათ ცეცხლი გაუხსნა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები