15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ადგილზე მისულები "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებენ

პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ხმაურია.

კომიტეტის ოთახთან კანონპროეტების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. 

ადგილზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რის გამოც ამ დრომდე კომიტეტის სხდომა ვერ იწყება. 

საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ადგილზე მისული უმრავლესობის დეპუტატები ხმაურითა და შეძახილებით - "არა რუსულ კანონს" - შეაცილეს დარბაზში. 

მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ,  სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება ადგილზე. 

დღის ამბები