18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ნიკა საბაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. საბაშვილს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

საქმე ეხება 2 დღის წინ, გორში მომხდარ გახმაურებულ ფაქტს, რომლის დროსაც მანქანების მღებავმა ქუჩაში 2 ადამიანის მოკვლა სცადა. აქედან ერთი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

დანაშაულის ჩადენის მოტივად დაცვამ ფულის გამოძალვა და რეკეტი დასახელდა და განმარტა რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო. 

დღის ამბები