"ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ", "არა რუსულ კანონს" - ამ მოწოდებებით მიმდინარეობს "ქალთა მარშის" აქცია ქუთაისში.
მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ ინტერესებს.
აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება. მარშის ორგანიზატორია ფონდი "სოხუმი" და "ქალთა კლუბი".