10 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში - ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია. უკრაინის შეირაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ბახმუტის მიდამოებში წარუმატებელ შეტევას განაგრძობენ.

ვრცელდება ინფორმაცია 115 დაღუპული რუსი სამხედროს შესახებ. ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს სუმის ოლქის 2 დასახლებაზე. მძიმე არტილერიით შეტევა მოხდა დნეპროპეტროვკის რეგიონზე. იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა ხერსონის ოლქში. გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა. ის ზელენსკის შეხვდება. 

"ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები. სამხედროები თავადაც ხედავენ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ ძლიერები იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა დაანგრია მთელი ქალაქი და ყველაფერი, რაც იქ იყო. სამხედროები ეხმარებოდნენ ბავშვებს, სამოქალაქო პირებს ქალაქიდან წასვლაში – დღევანდელ დღემდე ხალხი ტოვებდა ბახმუტს. ჩვენ ვეხმარებოდით ყველას," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

 

დღის ამბები