პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციისგან წინასწარ ითქვა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, კერძო სექტორთან რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი რამდენიმე ბიზნესმენმა გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მის ზრდაზე და იმ გზებზე, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ ის. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ძალიან მაღალი ნიშნულით და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. დღეს, ბიზნესს თუ შევხედავთ, თავისუფლების ინდიკატორით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კანონის პათოსია ის, რომ ვიყოთ გამჭვირვალე და ამაზე წინააღმდეგი არავინ არ ვართ. ეს არის ევროპული ღირებულება და ეს არის ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რამაც ევროპული ქვეყნების წარმატება განაპირობა", - განაცხადა დეველოპერული კოპანია "ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.