"ეს პირველი დადებითი ნაბიჯია. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ოფიციალურად მოახდინოს ამ გადაწყვეტილების ფორმალიზება"" -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს.
"დროა პრიორიტეტად ვაქციოთ მუშაობა რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სურვილის გასაძლიერებლად," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.