საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. უცნობია დეტალები, რა საკითხები განიხილეს მათ.
შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეც.