რა საკითხებს შეეხებოდა გუშინ, ბორჯომში გამართული საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების გაერთიანებული სხდომა - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ განათლების მინისტრის კანდიდატზეც იყო საუბარი.
"პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ, სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და "განათლების და მეცნიერების" კომიტეტის თავმჯდომარეა.