საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ვლადიმირ ორლიჩთან.
საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. შეხვედრის შემდეგ ასამბლეის სპიკერი ქართულ დელეგაციასთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.