22 დეკემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"მკვლელმა ლიფტში 50 ჭრილობა მიაყენა, სისხლიანი ტანსაცმელი მეორე კორპუსში გამოიცვალა და მიიმალა" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში - 64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, 42-ე კორპუსში - დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. ლიფტში მომხდარი საზარელი დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებული 39 წლის ემინ ალიევია.

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 39 წლის კაცი იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც მოკლული. ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებები ადგენენ, რა გახდა საზარელი მკვლელობის მოტივი.

არსებული ცნობით, მკვლელმა ლიფტში 64 წლის კაცს 50 ჭრილობა მიაყენა, სისხლიანი ტანსაცმელი მეორე კორპუსის მერვე სართულზე გამოიცვალა და მიიმალა.

 

დღის ამბები