"დონ კიხოტი - მისტერია თოჯინებისათვის“.- ამ სახელწოდებით რეჟისორ გიორგი აფხაზავას სპექტაკლს კულტურის მინისტრი კამერულ თეატრში დაესწრო- სამინისტროს ინფორმაციით, უწყება გარდა სახელმწიფო თეატრებისა, სხვადასხვა კონკურსის საშუალებით, ხელს უწყობს კერძო თეატრებს, როგორც ტექნიკური აღჭურვით, ისე - სადადგმო ხარჯით. ამ თეატრებს შორისაა თბილისის კამერული თეატრიც.
რეჟისორ გიორგი აფხაზავას განცხადებით, სპექტაკლი ვერ შედგებოდა რომ არა ის არტისტები, რომლებიც ახმოვანებდნენ მას.
"სპექტაკლი ნამდვილად არ შედგებოდა, რომ არა ის ფანტასტიკური არტისტები, რომლებიც ახმოვანებდნენ ამ სპექტაკლს. ნამდვილად უნიკალური შემოქმედებითი და სამსახიობო გუნდი შეიქმნა, ამ სპექტაკლს განსაკუთრებული ხმოვანი ჟღერადობა, რომ შესძენოდა", - განაცხადა გიორგი აფხაზავამ.
მსახიობ ანა ურიდიას თქმით, თოჯინები ისეთი ცოცხლები არიან, რომ თვითონ ეუბნებიან მსახიობებს რა და როგორ უნდა გააკეთოთ.
"6-7 წლის წინ ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და იმის მერე უკვე შეცვლილი ვარიანტი აღვადგინეთ. თოჯინები არიან ისეთი ცოცხლები, რომ თვითონ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ბევრი წვალება არ დაგვჭირდეს, თითქოს თვითონ გვეუბნებიან რა და როგორ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ანა ურიდიამ.