15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი ბელარუსს დამატებითი სანქციებით ემუქრება

რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი ბელარუსს დამატებითი სანქციებით ემუქრება.

"ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით," - დაწერა "ტვიტერზე" ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განათავსებს და რომ შეთანხმება მინსკთან ამ საკითხზე უკვე მიღწეულია.

დღის ამბები