15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება

საქართველოს პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარსადგენად ემზადება. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარასკევს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მივა.

ოპოზიცია ელოდება, რომ პრეზიდენტი ყურადღებას 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე გაამახვილებს. მათ ნაწილს აინტერესებთ, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი იმ ძალაუფლებას, რომელიც მას გააჩნია.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ანგარიში კვლავ განხილვის საგანი გახდება, ისევე როგორც ბოლო პერიოდში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები თუ ქმედებები.

"ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციისთვისაც მიუღებელი იყო. არა მგონია, რომ შეთანხმებულ პოზიციებს გავაჟღერებთ პოლიტიკური ჯგუფები. ვითარება გაცილებით უფრო რთულია მთელ მსოფლიოში და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც თავის გამოსვლაში ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხებს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები