19 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

63 წლის მამაკაცს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ორი სოფლის კოორდინატორია, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

როგორც ცნობილია, ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მეზობელ 15 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა მის სახლთან ახლოს ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები