საქართველოს მომავალი ევროპული საბჭოს ოჯახთან მტკიცედ არის დაკავშირებული - ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლანაგანი წერს.
ჩარლი ფლანაგანმა შეხვედრა გამართა ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესთან და დავით სონღულაშვილთან, სადაც ქართველმა დეპუტატებმა ირლანდიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
"რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამა წინ მიიწევს. საქართველოს მომავალი ევროპული საბჭოს ოჯახთან მტკიცედ არის დაკავშირებული," - წერს ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საკუთარ "ტვიტერზე".