27 ივლისი 2024,   04:54
ვრცლად
დაკავებულია ქალი, რომელიც დაზარალებულებს "კარგი კონტაქტების" გამოყენებით ბინების იაფად ყიდვას ჰპირდებოდა და დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა

დაკავებულია ქალი, რომელიც დაზარალებულებს "კარგი კონტაქტების" გამოყენებით, ბინების იაფად ყიდვას ჰპირდებოდა. ბრალდებულის სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. უნდა იმსჯელონ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე - ქალს ექვს ეპიზოდს ედავებიან. ის დანაშაულს არ აღიარებს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ოლღა გოგალაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატები დღეს მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით მიმართავენ.

"შევხვდი ჩემს დასაცავ პირს. მან განმიცხადა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ. საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რაც მაფიქრებინებს, რომ არის აბსურდული ბრალი. საუბრობენ, რომ ვითომ რაღაც კონკრეტული ბინის სანაცვლოდ, გოგონას აძლევდნენ ისინი აღნიშნულ თანხებს, რაც არის აბსურდული და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ იგი სპეცოპერაციის სახით დაეკავებინათ, როგორ ის დააკავეს,“ - აცხადებს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური სქემის მიხედვით, ოლღა გოგალაძე დიდი რაოდენობის თანხას უკანონოდ დაეუფლა და საქმეს არაერთი დაზარალებული ჰყავს.

დღის ამბები