20 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ვრცელდება კადრები, თუ როგორ მოიპარა 33 წლის ქართველმა ბენზინგასამართ სადგურზე მდგარი ავტომობილიდან ფულით სავსე ჩანთა.

ჩანთაში სხვადასხვა ვალუტის ფული იდო, რომლის საერთო ოდენობა ნახევარ მილიონ პოლონურ ზლოტს შეადგენს.

სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა, როგორ ტოვებს ქართველი მამაკაცი თანამზრახველთან ერთად შემთხვევის ადგილს. დამნაშავე ადგილობრივმა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დღის ამბები