26 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს - ზელენსკი

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - 60-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი, ჭურვები საცხოვრებელ უბნებს მოხვდა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადგილობრივი. ოკუპანტებმა დაარტყეს სუმის ოლქის ორ დასახლებას. სარაკეტო იერიში მიიტანეს ავდიივკაზე. დაზიანდა ადმინისტრაციის შენობა და ინფრასტრუქტურა.

ამასთან, მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, "გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს."

მისივე თქმით, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია და არ იქნება ისეთი მიზეზი, რომელიც გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას შეაჩერებს.

"დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი ავდეევკადან, და, ამავდროულად, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს. რთულია რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას. არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია და არ იქნება ისეთი მიზეზი, რომელიც გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას შეაჩერებს. ტერორისტები უნდა აგებდნენ, ტერორისთვის პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეთ და არა - თავმჯდომარეობდნენ სადმე," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები