ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, საქართველო ევროპის ნაწილია და იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება.