01 ივნისი 2024,   16:07
ვრცლად
ვეკო დოდაშვილი - საინვესტიციო ფონდებში ინვესტორების დაცულობა, კანონმდებლობის გარდა, უზრუნველყოფილია დამატებითი საზედამხედველო მექანიზმებითაც

"საინვესტიციო სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარება, ინვესტორების დაცულობის უზრუნველყოფა და თავისუფალი კონკურენციის შექმნა. განვითარებული კაპიტალის ბაზარი კი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, იწვევს უცხოური ინვესტიციებით დაინტერესებას,  შესაბამისად, იზრდება ეკონომიკა და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალ," - ამის შესახებ  "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის"  სამართლებრივი და შესაბამისობის უფროსმა ოფიცერმა ვეკო დოდაშვილმა განაცხადა.

მან ინვესტორების დაცულობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ  ამ მხრივ, საქართველოში მოქმედი კანონი არა მხოლოდ  მაქსიმალურადაა ჰარმონიზებული ევროკავშირის რეგულაციებთან, არამედ მეტი გამჭვირვალობისა და სანდოობისთვის ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი საზედამხედველო მექანიზმებით.

"ეს პროცესი იწყება ფონდის ეროვნულ ბანკში  რეგისტრაციისთანავე,  როდესაც მოწმდება  ყველა დოკუმენტი,  მათ შორის წესდება, საინვესტიციო პოლიტიკა, აქტივების შეფასება და მართვის პოლიტიკა, ასევე ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაძლებლობა,  მმართველების კომპეტენცია, გამოცდილება და ცოდნა.   შესაბამისად,  მარეგულირებლის მხრიდან შექმნილია მის წინაშე ანგარიშვალდებული  სისტემა.

კანონი დამატებით გამჭვირვალობაზე ასევე ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებას საინვესტიციო ფონდების და აქტივების მმართველების მიმართ-  პერიოდულობით ფონდებმა მარეგულირებელთან უნდა წარადგინონ გარე აუდიტის დასკვნა და ამასთან, ნებისმიერ, ძირითად  დოკუმენტში შესული ცვლილება გახადონ საჯარო," - განმარტა ვეკო დოდაშვილმა.

"ფორსაითის" სამართლებრივი და შესაბამისობის უფროსი ოფიცრის თქმით,  ინვესტორის საუკეთესო ინტერესების დასაცავად კანონი ითვალისწინებს  კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმის -სპეციალური დეპოზიტარის ინსტიტუტის არსებობას,  რომელსაც  ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ყოველდღიური საქმიანობის შემოწმება შეუძლია.

"ამ ეტაპზე სპეციალური დეპოზიტარები შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკები. სპეციალური დეპოზიტარი ზედამხედველობას უწევს და ამოწმებს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას იმისათვის, რომ დაცული იყოს ინვესტორის საუკეთესო ინტერესები და შესაბამისად, რაიმე გადახრას არ ჰქონდეს ადგილი როგორც ფონდის მმართველობისგან, ისე აქტივების მმართველის მხრიდან. ეს, რეალურად, იწვევს იმას, რომ ფონდს ჰყავს ფაქტობრივად ორშრიანი ზედამხედველობა - ანუ ინვესტორი მაქსიმალურ დაცვაში ექცევა ერთი მხრივ სპეციალური დეპოზიტარის, მეორე მხრივ - უკვე მარეგულირებლის მხრიდან“, - განაცხადა ვეკო დოდაშვილმა.

მან კაპიტალის ბაზრის მთავარ გამოწვევად ცნობადობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია, სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებით, კონკურენტული გარემოს შესაქმნელად,  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე "საქართველოს ბანკისა" და "თიბისის" გარდა, სხვა კომერციული ბანკებიც დაინტერესდნენ.

გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და მოქალაქეების სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" წარმომადგენელმა საინვესტიციო სფეროში ჩართული პროფესიონალების, მათ შორის  იურისტების, საჯარო მოხელეების და მოსამართლეების მიერ საინვესტიციო მარეგულირებელი ჩარჩოს გაცნობა დაასახელა.

"ფორსაით ინვესტმენტ გრუპი" საქართველოს ეროვნული ბაკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. "ფორსაითი" საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს.

"ფორსაით ინვესტმენტ გრუპს"  აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი,  განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და   მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

(R)

დღის ამბები