24 ნოემბერი 2024,   05:04
ვრცლად
ბადრი ესებუას განაჩენი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას განაჩენი გამოცხადდება. საუბარია საქმეზე, სადაც ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებიან.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია დაცვის მხარე. ამის მიზეზად ადვოკატი, ესებუას მიერ ბრალის აღიარებას ასახელებს და აკონკრეტებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი თავდაცვისთვის სჭირდებოდა.

იარაღი სამართალდამცავებმა ბრალდებულის დაკავებისას სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. იარაღის შენახვის გარდა ესებუას ტერორისტული აქტისა და მძევლების აყვანის გამო ადანაშაულებენ. ეს პროცესი ცალკე მიმდინარეობს.




დღის ამბები