უკრაინაში, კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ბახმუტთან რუსულ იერიშს ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ემსხვერპლნენ.
ქუჩუკიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მკვიდრია. როგორც მეზობლები ყვებიან, ის მისიის დასრულების შემდეგ, პოლონეთში იყო წასული სამუშაოდ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეუერთდა იქ მებრძოლ ქართველებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.