23 აგვისტო 2026,   10:04
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სააპელაციო საჩივრის ნაწილი ბრალდების მხარემ წარადგინა- პროკურატურამ იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ჩოგბურთელის ბრალეულობას ადასტურებს და რაც მათი თქმით, პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა.

შესავალი სიტყვა თქვა პროკურორმა -სხდომას არ ესწრებოდა, არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც ნელი დოროყაშვილი- შემდეგი სხდომა 24 მაისს გაიმართება -ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი. ის პირველმა ინსტანციამ გაამართლა.

"რაიმე ახალი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, ბრალდების მხარე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ, ყველა ეპიზოდში უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. პირველი ინსტანციაში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ცალსახად ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ნიკოლოზ ბასილაშვილი არის უდანაშაულო", - განაცხადა თეონა გვაზავამ.

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს გარემოებებს და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.

"ბრალდების მხარემ, წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის, წარდგენილია დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რაც თანხვედრაშია ერთმანეთთან და თანხვედრაშია ობიექტურ მტკიცებულებებთან. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს გარემოებებს და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს", - განაცხადა ნათია გურულმა.

დღის ამბები