01 ივნისი 2024,   16:51
ვრცლად
ვნების შვიდეულის დიდი შაბათი - მართლმადიდებლები საზეიმო ლიტურგიაზე დასაწრებისთვის ემზადებიან

ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში და ტრადიციული სააღდგომო სამზადისი საქართველოში – დღეს ვნების შვიდეულის დიდი შაბათია, მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ყველა მოქმედი ტაძრის გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. ხვალ კი ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლები საზეიმო ლიტურგიაზე დასასწრებად იკრიბებიან, სადაც სულ ცოტა ხანში მსახურება დაიწყება, არქიდიაკონი სააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავს, იქნება ლიტანიობა და სააღდგომო წირვა.
 

დღის ამბები