15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს მოსახლეობის 89%, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე და ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე ჰკითხეს.

პაველ ჰერჩინკის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს მოსახლეობის 89%, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი წევრობა მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 89 პროცენტის მიერ. ეს ციფრი ისტორიულად მაღალია. მე ასევე ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს ყველა იმ მხარდაჭერას, რაც საჭიროა ამ ოცნების ასასრულებლად.

თუმცა ეს ქართველების გასავლელი გზაა და ვიმედოვნებთ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებულად-საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრმა ქვეყანამ გაიარა. ყველაფერი საქართველოს პოლიტიკური ელიტის ხელშია.

იმედია, რომ რეფორმების მიმართულებით საკმარისი პროგრესი მიიღწევა, იმისთვის რომ 27 წევრმა ქვეყანამ ამ წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს დამოკიდებულია თქვენს პროგრესზე,"-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები