ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიმართვას ვროპის დღესთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვის თაობაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გიორგი ქადაგიძე, რომელიც აცხადებს, რომ “რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, აუცილებელია შეიარაღებული ვიყოთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით“, დიდი ხნის წინ დაწერილი თამაშის წესებს ასრულებს.
"ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა დიდი ხნის წინ დაწერილ თამაშის წესებს ასრულებს. ინტერნეტის, ციფრული სამყაროს ეპოქაში ყველაფერი სხვაა. ვერც პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოიზიდავენ ეს ვითომ ალტერნატიულნი ვითომ პროდასავლელნი, რეალობაში ფაშისტები.
სხვადასხვა ბლა ბლა სემინარებზე აღარ დავდივარ დიდი ხანია, უმცროსებს ვუშვებ და მაინტერესებს მათი შთაბეჭდილებები და მერე ერთობლივად ვაწყობთ ლექცია-სემინარებს.
პოლიტიკაში ჩახედულებმა იციან ვინცაა გიორგი ქადაგიძე, ნაცი. ოღონდ ვიწრო წრემ ვიცით და ამ ვიგანდარას თამასას ვუწევ იმის გამო, რომ რაცხა (მართლაც რაცხა და არა რაღაც) აქცია დაანონსეს ევროძებილებმა. გინდ 6 მაისი, გინდ რაღაც თვის დღეს ვერაფერს მიაღწევენ! გადაფხიკე და ბოკერია ანდა მიშა-კეზერაშვილი რომ გყავს, ძალიან ტეხავს," - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.