15 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
თქვენი გეგმა და სამგზის მცდელობა - გაგესამართლებინათ სასამართლო პარლამენტში, ჩავარდა, პოლიტიკურ ჩიხში ხართ, სწორედ თქვენი გეგმა ჩავარდა სასამართლოს წინააღმდეგ-არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

თქვენი გეგმა და სამგზის მცდელობა - გაგესამართლებინათ სასამართლო პარლამენტში, რომელიც ასევე არის დემოკრატიაში ანომალიური მიზანი, ჩავარდა. პოლიტიკურ ჩიხში თუ ვინმეა შესული, დღეს ხართ თქვენ, იმიტომ, რომ სწორედ თქვენი გეგმა სასამართლოს წინააღმდეგ ჩავარდა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ინიციატივის მიზანი არ არის თავისუფალი სასამართლო და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს მიზანი და ინიციატივა ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას.

"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საზოგადოების გასაგონად, თუ რატომ არ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ამ ინიციატივას. იმიტომ, რომ სინამდვილეში არავითარი ფაქტების დადგენა, არავითარი თავისუფალი სასამართლო და სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ამ ინიციატივის მიზანი და არგუმენტი. ფაქტია, თქვენ გაქვთ შემდეგი ამოცანები: პირველი - გაასამართლოთ სასამართლო იმიტომ, რომ ის დღეს აღარ ემორჩილება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს; მეორე - თქვენ გინდათ გაასამართლოთ მოსამართლეები, რომლებმაც გაბედეს თურმე და თქვენი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო მისცეს პასუხისგებაში და თქვენ გინდათ დასაჯოთ სასამართლო იმიტომ, რომ დღეს ის არის ბევრად თავისუფალი, ბევრად დამოუკიდებელი ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ თქვენგან და თქვენი მეგობრებისგან ხელისუფლება. აი, ეს არის თქვენი მიზანი და პირდაპირ ეს ინიციატივა ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები