დღის ცენტრის, „მშობელთა ხიდის“, პარა-ორკესტრს უმასპინძლა თბილისის საკრებულომ. ამიერკავკასიაში ერთადერთი პარა-ორკესტრის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი ახალი პროგრამა წარუდგინეს.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა.
ავტორი : მაია გრიგოლია