საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ერთპიროვნულად დღის წესრიგიდან საკითხის წაშლა არავის უკადრია, ეს საქართველოს კანონმდებლობის უხეში ხელყოფაა და ამის ასე დატოვება შეუძლებელია.
უსუფაშვილის თქმით, დღის წესრიგში რას შეიტანს ან არ შეიტანს ბიურო, თუ პლენარული სხდომა ეს ეხება განსახილველ საკითხებს, რომელიც ჯერ განხილული არ არის და არა უკვე განხილულ საკითხებს, რომლებიც გადასულია ავტომატურ რეჟიმში და გადასულია კენჭისყრის საკითხთა კალათაში.
"კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ის მხარდაჭერით. გასული პლენარული სხდომების განმავლობაში, დაფიქსირდა 51-52 დარეგისტრირებული პარლამენტის წევრი და რეგლამენტი ამბობს, რომ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჩაეტარებინა კენჭისყრა. გვეუბნებიან, რომ ყოველი პლენარული კვირის წინ, ახლიდან უნდა დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დღის წესრიგში რას შეიტანს ან არ შეიტანს ბიურო, თუ პლენარული სხდომა ეს ეხება განსახილველ საკითხებს, რომელიც ჯერ განხილული არ არის და არა უკვე განხილულ საკითხებს, რომლებიც გადასულია ავტომატურ რეჟიმში და გადასულია კენჭისყრის საკითხთა კალათაში. ასეთი რამ, არასდროს არ უკადრია არავის , რომ ასე ერთპიროვნულად წაეშალა საკითხი დღის წესრიგიდან, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში ხელყოფა და ამის ასე დატოვება შეუძლებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.