15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ევროპელი სოციალისტები" მინიმუმ 8 კანონპროექტის მომზადებას ერთ კვირაში აანონსებენ -  ფრიდონ ინჯიასთვის 30 აპრილს გამართული აქციის მოთხოვნები სრულად მისაღები აღმოჩნდა

"ევროპელი სოციალისტები" მინიმუმ 8 კანონპროექტის მომზადებას ერთ კვირაში აანონსებენ. ფრიდონ ინჯიასთვის სრულად მისაღები აღმოჩნდა 30 აპრილს გამართული აქციის მოთხოვნები. პოლიტიკურად შეუთანხმებელი საკითხების პლებისციტით გადაჭრა, სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკა, ევროკავშირის ან სხვა ქვეყნების მხრიდან შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა-ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ”ევროპელი სოციალისტები” მუშაობას იწყებენ.

მსგავსი კანონპროექტის მხარდაჭერას მმართველ პარტია კატეგორიულად გამორიცხავს. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილების კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებენ. პირველი, სამართლებრივი მოსაზრებები, მეორე ამ თემის პროპაგანდისტების ინტერესი და მესამე არაჯანსაღი პროპაგანდის წინააღმდეგ- ჯანსაღი პროპაგანდის დაპირისპირების აუცილებლობა.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა "ევროპელი სოციალისტების" ინიციატივა. პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ ასეთ ცვლილებებზე მსჯელობაც კი დროის კარგვაა.
 
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ არავის მისცემენ სპეკულირების და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერების შექმნის შესაძლებლობას. "ქართულ ოცნებაში"  ამბობენ, რომ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს და ყველა ჯგუფის უფლებები დაცულია.
 
ფრიდონ ინჯია და მისი გუნდი ცვლილებებისთვის ემზადება. კანონპროექტების მომზადებამდე კი უკვე ირკვევა, რომ "ევროპელი სოციალისტების" ინიციატივას არცერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა არ ექნება.


  
დღის ამბები